ჩვენი მიმართულებები

ჩვენი კვალიფიციური იურისტები დაგეხმარებიან დაძლიოთ თქვენი სამართლებრივი გამოწვევები.
აირჩიეთ ჩვენი იურიდიული მომსახურება და მიიღეთ ხარისხი.

სამოქალაქო სამართალი

სამოქალაქო სამართალი არის სამართლის ძირითადი დარგი, რომელიც ადგენს და აწესრიგებს პირთა შორის სამართალურთიერთობის წესებს, განსაზღვრავს სამოქალაქო სამართლის მონაწილეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, მათ შორის, ქონებასთან, გარიგებასთან, ზიანთან, საოჯახო და მემკვიდრეობით სამართალთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ ნორმებს.

სახელშეკრულებო სამართალი

ხელშეკრულებაში თქვენი ნების და ინტერესების ასახვა გაძლევთ მნიშვნელოვან უპირატესობას მომავალი დავის შემთხვევაში. სწორად და კანონის შესაბამისად შედგენილი ხელშეკრულება გადამწყვეტია თქვენი წარმატებისთვის. მიიღეთ მაღალკვალიფიციური მომსახურება სახელშეკრულებო სამართლის სფეროში და თავიდან აირიდეთ გაუთვალისწინებელი პრობლემები.

ბიზნეს სამართალი

ბიზნეს სამართალი იყოფა ორ ნაწილად:
1) ნორმები, რომელიც ეხება საწარმოს დაფუძნებას, რეგისტრაციას, პარტნიორებს, გარდაქმნას, გადახდისუუნარობას; და
2) ნორმები, რომელიც ეხება საწარმოს სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობებს.
წარმატებული ბიზნესისთვის, არსებითია სწორი სტრატეგიის განსაზღვრა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება.

შრომის სამართალი

შრომის სამართალი მუდმივად ვითარდება და იცვლება. ამ პროცესში დამსაქმებელთა უფლებები უფრო და უფრო ექცევა საკანონმდებლო კონტროლის ქვეშ.
წარმატებული ქმედებებისთვის, ერთი მხრივ, დამსაქმებლებმა სწორად უნდა შეაფასონ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლები, მეორე მხრივ, დასაქმებულებმა სრულფასოვნად უნდა გაიაზრონ თავიანთი უფლებები და გამოიყენონ კანონის შესაბამისად.

დაზღვევის სამართალი

არსებობს დაზღვევის 7 ძირითადი პრინციპი:

  • კეთილსინდისიერების პრინციპი;
  • დაზღვეული ინტერესის შესაბამისობის პრინციპი;
  • ანაზღაურების პრინციპი;
  • ორმაგი დაზღვევისას, კონტრიბუციის პრინციპი;
  • სუბროგაციის პრინციპი;
  • ზარალის მინიმალიზაციის პრინციპი;
  • დაზღვეული შემთხვევის ანაზღაურების პრინციპი.

იცოდეთ და დაიცავით თქვენი უფლებები.

ბანკები და ფინანსები

საბანკო სამართალი საქართველოში რთული და სპეციფიკური სამართლის დარგია. ეროვნული და საერთაშორისო რეგულაციების თანახმად, ფინანსურმა ორგანიზაციებმა უნდა დაიცვან მომხმარებელთა უფლებები და შეასრულონ მათთვის დაწესებული შეზღუდვები, რათა თავიდან იქნას აცილებული კანონისა და სხვა ვალდებულებების დარღვევით ხელშეკრულებების დადება.
ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ გაწეული ან/და მიღებული მომსახურების კანონთან შესაბამისობა.

საგადასახადო სამართალი

საგადასახადო სამართალი არის ნორმების ერთობლიობა, რომლის საფუძველზეც სახელმწიფოს აქვს უფლება გადასახადის გადამხდელებისგან მოითხოვოს მისი შემოსავლის ან ქონების ნაწილი.
თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი შეღავათებისა და კანონით დაშვებული შესაძლებლობების შესახებ, კონკრეტული საქმიანობის მიხედვით.

საერთაშორისო კერძო სამართალი

საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების და განვითარებისათვის, აუცილებელია საერთაშორისო კერძო სამართლის პრინციპების გათვალისწინება.
მიიღეთ ინფორმაცია საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ და თავიდან აირიდეთ თქვენთვის არასასურველი სამართლებრივი სისტემის მეშვეობით თქვენი საკითხის გადაწყვეტა.

გადახდისუუნარობის სამართალი

გადახდისუუნარობისა და გაკოტრების სამართლის რეჟიმების სწორად დამუშავება აუცილებელია. ამ პროცესში, არ უნდა დაირღვეს არა მხოლოდ სამოქალაქო სამართლის, არამედ საგადასახადო და სისხლის სამართლის კომპონენტებიც კი.
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ და მიიღოთ სრული იურიდიული მომსახურება ამ სფეროში.

ადმინისტრაციული სამართალი

თუ თქვენ გჭირდებათ ადმინისტრაციულ ორგანოსთან ურთიერთობა, რაიმე უფლების მოპოვება, აღიარება ან აღსრულება, ჩვენი იურისტები მოგაწვდიან სრულ იურიდიულ მომსახურებას და იურიდიულ წარმომადგენლობას ამ სფეროში.
ჩვენი ადვოკატები უზრუნველყოფენ თქვენს სამართლებრივ მხარდაჭერას და დაიცავენ თქვენს ინტერესებს.

კონკურენციის სამართალი

კონკურენციისა და ანტიმონოპოლიური სამართლის პრინციპი ეფუძNება სამი ძირითადი ქმედების აკრძალვას:

  • შეთანხმება, რომელიც ხელს უშლის თავისუფალ ვაჭრობასა და კონკურენციას კომერციული საქმიანობისას.
  • ბაზარზე დომინირებული სუბიექტის არაკეთილსინდისიერი ქმედება, რომელიც ზღუდავს ან აზიანებს სხვა კონკურენტებს.
  • გარიგების დადება, რომელიც აზიანებს კონკურენტულ გარემოს.

ინტელექტუალური საკუთრების კანონი

თუ გსურთ ინტელექტუალური საკუთრების უფლების რეგისტრაცია, სხვა პირი უნებართვოდ იყენებს თქვენს ინტელექტუალურ საკუთრებას ან თუ გსურთ ისარგებლოთ ინტელექტუალური საკუთრებიდან გამომდინარე უფლებებით: აღიაროთ თქვენი უფლება, აკრძალოთ სხვის მიერ თქვენი საკუთრების გამოყენება, მიიღოთ კომპენსაცია, ან გსურთ უფლების სხვაგვარად რეალიზაცია, ჩვენ გაგიწევთ სათანადო იურიდიულ დახმარებას.

მიგრაციის სამართალი

მიიღეთ სრული ინფორმაცია ეროვნული კანონმდებლობის, რეგულაციებისა და სამართლებრივი პრეცედენტების შესახებ, რომლებიც არეგულირებენ ქვეყანაში უცხოელთა სამართლებრივ მდგომარეობას, იმიგრაციას და დეპორტაციას.
ჩვენ შეგვიძლია წარვმართოთ თქვენი ბინადრობისა და ნებართვებთან დაკავშირებული პროცესები ადმინისტრაციულ ორგანოებთან.

საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი

საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი, როგორიცაა ქორწინება, საქორწინო ხელშეკრულება, განქორწინება, ანდერძი, ალიმენტი და სხვა საკითხები იკავებს სამოქალაქო ურთიერთობებისა და დავების დიდ ნაწილს. ამ საკითხებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას და მიღწეულ შედეგს აქვს გრძელვადიანი გავლენა თქვენს მომავალ ოჯახურ ურთიერთობებზე. ჩვენ დაგეხმარებით ამ მიმართულებით თქვენი უფლებების სწორად რეალიზებაში.

ბიზნესის რეგისტრაცია

საქართველო არის ხელსაყრელი ქვეყანა ბიზნესის რეგისტრაციისა და სამეწარმეო საქმიანობის დაწყების სიმარტივით.
მიიღეთ სრული ინფორმაცია ბიზნესის რეგისტრაციის, სამეწარმეო საქმიანობის პროცესების, გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. ჩვენ დაგეხმარებით ეკონომიკური საქმიანობის სწორად წარმართვასა და თქვენი მიზნების მიღწევაში.

უძრავი ქონების რეგისტრაცია

ქონების რეგისტრაცია მჭიდრო კავშირშია საკუთრების უფლებებთან. მომავალში თქვენთვის არასასურველი შედეგებისა და საფრთხეების თავიდან ასაცილებლად, მიზანშეწონილია ამ პროცესის წარმართვა მხოლოდ პროფესიონალი იურისტების მეშვეობით.
ჩვენ დავიცავთ ყველა საჭირო პროცედურას და უზრუნველვყოფთ თქვენი ქონების სწორად რეგისტრაციას.

სააღსრულებო საქმისწარმოება

არა მხოლოდ აუცილებელია დავის მოგება ან დავის წარმატებით მოგვარება, არამედ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სააღსრულებო წარმოების სწორად წარმართვას.
ჩვენს ადვოკატებს აქვთ მდიდარი გამოცდილება, ცოდნა და დიდი ხნის ურთიერთობა აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, სადაც ჩვენ წარმოვადგენთ, დავიცავთ და აღვასრულებთ თქვენს კანონიერ უფლებებს.

სხვადასხვა იურიდიული მომსახურება

შეიტყვეთ მეტი ინფორმაცია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით ან დაგვიკავშირდით საკონტაქტო ინფორმაციაში მითითებული მონაცემების მეშვეობით.
ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ იურიდიული მომსახურება შეუზღუდავად, 24 საათის განმავლობაში.

View My Stats