სიახლეები | აქტივობები

მოგებული დავა

23 ივლისი, 2021

ჩენმა გუნდმა წარმატებით დაასრულა დავა საქალაქო სასამართლოში, სადაც სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და უარი უთხრა სსიპ შემოსავლების სამსახურს ჩვენი კლიენტისთვის დიდი ოდენობით საგადასახადო ვალდებულების დაკისრებაზე.
გადაწყვეტილება ხელს უწყობს ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბებას "ალტერ-ეგოს" პრინციპის გამოყენებაზე.

პოსტ-პანდემიური მდგომარეობა

14 ივლისი, 2021

კავკასიის რეგიონმა პოსტ-პანდემიური პერიოდი ეკონომიკის ზრდით დაიწყო. საქართველოს პარლამენტში ინიცირებული ბიუჯეტის პროგნოზით 7.7%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. ამასთან, სომხეთში მსოფლიო ბანკი პროგნოზირებს 3.4%-იან ეკონომიკურ ზრდას 2021 წელს, ხოლო აზერბაიჯანში - 2.8%-ს. თუმცა, სომხეთში ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო სწრაფია, ვიდრე ამას პროგნოზის შედეგად ვარაუდობენ.

ცვლილებები გადახდისუუნარობის სამართალში

01 ივლისი, 2021

გადახდისუუნარობის საქმის წარმოებასთან დაკავშირებული ცვლილებები ძალაში შევიდა 2021 წლის 1 აპრილიდან. ის შეიცვალა საქართველოს კანონით „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ . ახალი კანონის ძირითადი მიზანი აღარ არის კრედიტორისა და მოვალის ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა. ნაცვლად ამისა, კანონის მიზნად ნათლად განისაზღვრა კრედიტორთა მოთხოვნების კოლექტიური დაკმაყოფილება.

სხვა სიახლეები

თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სხვა სიახლეებს, მიმოხილვებს, შეფასებებსა და დასკვნებს იურიდიულ საკითხებზე. ქართული სამართლებრივი სისტემა პერიოდულად და სწრაფად იცვლება. ამიტომაც, სწორი დასკვნების გამოსატანად, აუცილებელია საკანონმდებლო სიახლეებისა და ტენდენციების მუდმივად გაცნობა.

მომსახურება

legal-services

კორპორატიული მომსახურება

ჩვენ გთავაზობთ სრულ სამართლებრივ მხარდაჭერას თქვენი ან თქვენი ბიზნესის საჭიროებისათვის. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ კომპლექსური ან ერთჯერადი, თქვენზე მორგებული პროფესიონალური მომსახურება, სადაც მომსახურებას გაგიწევენ გამოცდილი იურისტები.

ინდივიდუალური მომსახურება

თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ იურიდიული მომსახურება ინდივიდუალურად საჭიროების შემთხვევაში. ჩვენი ადვოკატები გაგიწევენ სრულ პროფესიონალურ იურიდიულ კონსულტაციას, ასევე დაგეხმარებიან თქვენი უფლებების რეალიზაციაში.

მიმართულებები

სამოქალაქო
სამართალი

სახელშეკრულებო
სამართალი

ბიზნეს
სამართალი

შრომის
სამართალი

სადაზღვევო
სამართალი

საბანკო
სამართალი

საგადასახადო
სამართალი

კონკურენციის
სამართალი

იმიგრაციის
კანონმდებლობა

ბიზნესის
რეგისტრაცია

უძრავი ქონების
რეგისტრაცია

სამართლის სხვა
მიმართულებები

View My Stats