attorney

მიხეილ გაფრინდაშვილი

პარტნიორი

მიხეილს აქვს რვაწლიანი გამოცდილება იურიდიულ სფეროში. ის არის ადვოკატი კერძო და ადმინისტრაციულ სამართალში, სამოქალაქო, საკორპორაციო, შრომითი, საგადასახადო, და სხვა მიმართულებებით. ასევე, აქვს პრაქტიკა, რომელიც ეხება ტენდერებს, სახელმწიფო შესყიდვებს, სახელმწიფო ქონების, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების კანონებს, წარმომადგენლობას მრავალ სასამართლო და სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესებში. 2015 წელს მიხეილმა წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა კერძო და ადმინისტრაციულ სამართალში და გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2016 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სამუშაო ენები: ქართული, იტალიური, ინგლისური.

associate

თამარ ბერაძე

უფროსი იურისტი

თამარს აქვს ექვსწლიანი პროფესიული პრაქტიკა იურიდიულ სფეროში. მათ შორის, 1 წლიანი გამოცდილება საპროცესო მიმართულებით სასამართლოში, ხოლო ხუთწლიანი გამოცდილება კორპორაციული იურისტის რანგში.
სფეროები: კერძო სამართალი, საკორპორაციო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი, საოჯახო და მემკვიდრეობის სამართალი, არასრულწლოვანთა უფლებები, სადაზღვევო სამართალი, შრომის სამართალი, ადმინისტრაციული სამართალი, ნებართვები და ლიცენზიები, საპროცესო სამართალი.
2017 წელს თამარმა წარმატებით ჩააბარა ადვოკატთა გამოცდა კერძო და ადმინისტრაციულ სამართალში და გახდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2018 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი ადმინისტრაციულ სამართალში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური, რუსული.

lawyer

ცირა ბერაძე

იურისტი

ცირას აქვს სამწლიანი გამოცდილება კერძო სამართლის სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის: საკორპორაციო სამართალში, შრომის სამართალში, ინტელექტუალური საკუთრების სამართალში, სააღსრულებო წარმოების პროცესებში, სამართალწარმოებაში და სამართლის სხვა სფეროებში მუშაობის გამოცდილების ჩათვლით; ასევე, რეგისტრაციისა და ნებართვის საკითხებში მონაწილეობის გამოცდილებით.
2021 წელს ცირამ მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნესის სამართალში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

View My Stats